ჩვენ რომ ანაკლიის პორტი გვაინტერესებს, იმიტომ, რომ ტვირთებმა გაიაროს, ამან ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდოს და ჩვენთან ეკონომიკური ზრდა გამოიწვიოს და ზოგადად ჩვენ გავხდეთ კიდევ უფრო სერიოზული პარტნიორი დასავლეთისთვის, ეს რომ რუსეთს არ აწყობს, ხომ ვიცით ისედაც. რამე ახალია?! ვინმემ არ იცის ეს საქართველოში?! და ეს რომ ვიცით, ამიტომ უნდა გავაკეთოთ ეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ მოსწონს. იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ამით იზრდება ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი ნატოში ინტეგრაცია არ უნდა რუსეთს და ავიცილოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ვთქვათ უარი? იგივე ლოგიკაა, რა განსხვავებაა?!"
ანაკლიის პორტი
კაპანაძე ანაკლიაზე: ჩვენი NATO-ში ინტეგრაციაც არ უნდა რუსეთს, ავიცილოთ საფრთხე და ვთქვათ უარი?
tbl.ge/4cor
დაკოპირდა

სერგი კაპანაძე ეხმაურება ქართული ოცნების წევრის რომან კაკულიას განცხადებებს ტვ პირველის ეთერში. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტვ პირველის ეთერში ანაკლიის პორტის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ მისი მოსაზრებით, მთავრობა მამუკა ხაზარაძეს რუსული საფრთხის გათვალისწინების გამო დაუპირისპირდა და მასთან დაპირისპირების მსგავსი მეთოდები იმიტომ აირჩია, რომ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.
ამავე თემაზე
- კობახიძე: საქართველოს უნდა აღვუდგინოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქცია
- ხელისუფლებამ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა - ADC
- პაპუაშვილი ხაზარაძეზე: ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი, ახლა ჯერი ხალხზეა
- ლილუაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე: ხაზარაძეს ბოდიშის მოხდა მოუწევს
- ბრეგაძე ანაკლიის საქმეზე: მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდა დაეკისრა




