რუსეთის პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო

რუსული სააგენტო "სპუტნიკი" იძულებული გახდა ესტონეთში მუშაობა შეეჩერებინა

rferl.org

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკმა" ესტონეთში მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2020 წლის პირველ იანვარს თითქმის 30-მა თანამშრომელმა დატოვა სამსახური. 

რუსეთის პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დასაქმებულებმა დაასრულეს შრომითი ხელშეკრულებები და თანამდებობა დატოვეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ მათ წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. 

"ესტონეთის პოლიციამ და სასაზღვრო პოლიციის საბჭომ თითოეულ ჩვენგანს წარუდგინა ულტიმატუმი, ან ჩვენ ვადამდე ადრე შევწვეტთ მუშაობას და აღარ ვიმუშავებთ Sputnik Estonia- სთვის, ან ჩვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში. 

გასულ თვეს, ესტონეთის სამართალდამცავებმა Sputnik-ის ესტონეთის განყოფილებას გაუგზავნეს გაფრთხილება, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

Russia Today-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ ტალინში მათი ფართის მეპატრონემ მათ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. სიმონიანი ამბობს, რომ ამას "აზრი არ აქვს" და რომ სპუტნიკის გუნდი მუშაობას სახლიდან გააგრძელებს. 

Russia Today-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ესტონურმა ბანკებმა და ესტონეთში მოქმედმა უცხოური ბანკების ფილიალებმა მათი გადარიცხვები, რომლებიც ხელფასებს, გადასახადებსა და ოფისის ქირას ეხებოდა, 2019 წლის ოქტომბრიდან გაყინეს. 

განცხადებაში პროპაგანდისტული მედია ასევე წერს, რომ სპუტნიკს ბანკში დარჩენილი გაყინული თანხის გამოტანაც არ შეუძლია. 

კოლექტივი ასევე პირობას დებს, რომ იბრძოლებენ ესტონეთსა და მის ფარგლებს გარეთ მკითხველთა უფლებისათვის, რათა მიიღონ სრული ინფორმაცია. 

Russia Today-ის გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი ევროკავშირის მიერ შედგენილ სანქცირებულთა სიაშია, რადგან ის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უჭერდა მხარს.

შეგახსენებთ, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტოს Russia Today-ს ახალმა ბრენდმა, რადიოსადგურმა Sputnik-მა საქართველოში დაიწყო მაუწყებლობა. 

კომენტარები