დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
"ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - ამბობენ კლინიკაში.
28 წლის ქალი გუშინ, მარშალ გელოვანის გამზირზე დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა პირი, რომელმაც ქალს ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს





