რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა

ევროკავშირში მაგნიტსკის აქტის ანალოგი შეიქმნება

themoscownews.com

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დაწესების მექანიზმის შექმნა დაიწყო. მექანიზმი აშშ-ში მიღებული მაგნიტსკის აქტის ანალოგი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ EUobserver ავრცელებს. 

საუბარია სანქციების მექანიზმის შექმნაზე, რომელიც ევროკავშირის მისცემს საშუალებას, რუსეთს დაუწესოს სანქციები ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე საპასუხოდ. ამ ინიციატივით ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანო გამოვიდა. ადგილობრივმა პარლამენტმა ნიდერლანდების ხელისუფლებას დაავალა, დაიწყოს მუშაობა ევროპული მაგნიტსკის კანონის მისაღებად. ამავდროულად, თუ კონტინენტურ დონეზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ნაციონალურ დონეზე აქტი მაინც ამოქმედდება. 

ევროპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ცნობით, იდეას მხარი ევროკავშირის წევრმა 23-მა სახელმწიფომ დაუჭირა, ხოლო დარჩენილ ხუთ ქვეყანაში იდეას წინააღმდეგობა არ შეხვედრია. შესაბამისი დოკუმენტის მომზადებით ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური დაკავდება. არსებული ინფორმაციით, დოკუმენტის მომზადებას შესაძლოა ექვსი თვე დასჭირდეს. 

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობის უწყების წარმომადგენლის ხოსეპ ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დოკუმენტის დამზადებას საბოლოოდ ევროპის საბჭოს თანხმობა სჭირდება. 

ამ დროისთვის ანალოგიური კანონი მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და კანადაში. 

ამერიკული მაგნიტსკის აქტი, Hermitage Capital-ის აუდიტორის, სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს. მაგნიტსკი რუსეთის სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ სქემებს იძიებდა. 2009 წელს იგი გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააპატიმრეს. 

ამავე წელს მაგნიტსკი მოსკოვის ერთ-ერთ საპყრობილეში დაიღუპა. აუდიტორის მკვლელობის დეტალები დღემდე უცნობია, არ ჩატარებულა კვალიფიციური გამოძიება. მაგნიტსკის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, აშშ-მა მაგნისტკის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ პერსონალური სანქციები დააწესა. 

კომენტარები