ქალთა მიმართ ძალადობა

სასამართლომ ცოლის გაუპატიურებასა და ცემაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

www.readersride.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის გაუპატიურებასა და ცემაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ კაცმა 2019 წლის 25 თებერვალს ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახის არეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. მეორე დღეს კი - 26 თებერვალს, ღამის საათებში ქალი მანქანით წაიყვანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააუპატიურა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კაცი თბილისში 3 მარტს დააკავეს და ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს - ოჯახის წევრის გაუპატიურება (სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის პირველი ნაწილი.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ცოლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი.ჩ. დამნაშავედ ცნო. 

კომენტარები