აქციის დაშლა

პარლამენტის წინ სპეცრაზმი დგას, თუმცა აქცია მაინც მიმდინარეობს

თამაზ ახობაძე

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმების ალყაშია, თუმცა პარლამენტის წინ აქცია მაინც მიმდინარეობს. აქციაზე გამოდიან გამომსვლელები, რომლებიც იქ შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართავენ.

ცოტა ხნის წინ, "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ, Facebook-ზე ხალხს მოუწოდა, რომ პარლამენტის წინ გამოვიდნენ.

"გელოდებით პარლამენტის წინ, ჩვენს სცენასთან",- დაწერა მან.

დღეს, დაახლოებით 5 საათისთვის, სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის ტერიტორიაზე აქციის დაშლა დაიწყეს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს. 

კომენტარები