რაც ხელისუფლებაში მოვედით, ყველა ძირითადი ღირებულება, რაც ჩვენი ქვეყნის იდენტობას უკავშირდება, ჩვენი მხრიდან დაცულია უპირობოდ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, პატრიარქი, როგორც მისი წინამძღოლი, არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ცხოვრებისთვის და ისტორიისთვის უმნიშნველოვანესი. როგორც წარმოგიდგენიათ - ხელისუფლება, რომელიც ამას აცნობიერებს, დაჯდება და დაიწყებს “პატრიარქის გადაყენებაზე” რაღაც თათბირების ჩატარებას? უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება.





