მსოფლიოში 47 მილიონი მილიონერია — უმეტესობა ამერიკელია

fortune.com

Credit Suisse-მა მილიონერთა ყოველწლიური რეიტინგი განაახლა. მონაცემების მიხედვით გასულ წელს მსოფლიოს 1,2 მილიონი მილიონერი შეემატა. 

ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოში დოლარიან მილიონერთა რაოდენობა 47 მილიონს აღწევს. რეიტინგის წარმოების ისტორიაში წელს პირველად მსოფლიოს უმდიდრეს 10%-ში შემავალი ჩინელების ჯამური ქონება ამერიკელების ქონებას აღემატებოდა. 

ამის მიუხედავად, წინა წლების მსგავსად მილიონერთა რიცხვით ისევ აშშ ლიდერობს. ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოს მილიონერთა 40% სწორედ ამერიკელია. 

10 ქვეყნა სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს:

  1. აშშ — 18.6 მილიონი (40%);
  2. ჩინეთი — 4,4 მილიონი ( 10%);
  3. იაპონია — 3 მილიონი ( 6%);
  4. გაერთიანებული სამეფო — 2,4 მილიონი ( 5%);
  5. გერმანია — 2,1 მილიონი (5%);
  6. საფრანგეთი — 2 მილიონი ( 4%);
  7. იტალია — 1,5 მილიონი ( 3%);
  8. კანადა — 1,3 მილიონი ( 3%);
  9. ესპანეთი — 979 ათასი (2%);
  10. ნიდერლანდები — 832 ათასი (2%)

აშშ ლიდერობს ახალწვეულ მილიონერთა რაოდენობითაც. სულ გასულ წელს აშშ-ში 675 ათასი ახალი მილიონერი გაჩნდა, რაც მომდევნო ცხრა ქვეყნის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.

კომენტარები