საგარეო ვაჭრობა

იანვარ-სექტემბერში ევროკავშირში ექსპორტის 22.8% გავიდა, დსთ-ში - 52.6%

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 16.3%-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში 23.2%-ით.

ამრიგად, მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 22.8%-ია, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში 52.6%.

იმპორტი შემცირებულია როგორც დსთ-დან, ისევე ევროკავშირიდან, შესაბამისად 10.6%-ით და 12.4%-ით. დსთ-ზე მთლიანი იმპორტის 26.3% მოდის, ხოლო ევროკავშირზე - 25.8%.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე ექსპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის 13.6%-ით, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია მთლიანი ექსპორტის 13.1%-ით, ხოლო მესამეზე სომხეთი 9.6%-ით.

იმპორტის ყველაზე დიდი წილი კი კვლავ თურქეთიდან შემოდის - ჯამში მთლიანი იმპორტის 17.6%. მეორე ადგილზეა რუსეთი 10.2%-ით, მესამეზე კი ჩინეთი 10%-ით.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ თურქეთია. მეორე ადგილზე ჩინეთია, მესამეზე კი რუსეთი.

კომენტარები