გია გაჩეჩილაძე

გაჩეჩილაძე: NATO-ს 2016 წლის გადაწყვეტილება, გაძლიერდეს შავ ზღვაზე ივანიშვილის დამსახურებაა

პარლამენტი

გია გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები შავ ზღვაში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანს უსმენენ, გაჩეჩილაძემ თქვა: 

"აი, ბატონო დავით, ხომ ხედავთ, ვისთანა გვაქვს საქმე.

ამ ბოლო ხანებში სერიოზულად ტრიალებს შავ ზღვაში ამერიკის შემოსვლასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ვითომ რაღაც ნათქვამი. 

მინდა გთხოვოთ საგარეო ურთიერთობაში გაწაფულ ადამიანებს შეახსენოთ ანდა, თუ არ იციან, უთხრათ, რომ 2016 წლის ივნისში ვარშავის ნატო-ს სამიტზე პირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შავ ზღვაში შემოდიოდა შეერთებული შტატები და ნატო.

სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ 2012-ში რომ მოხდა ეს ყველაფერი და რუსული ხელისუფლება ჩამოშორდა საქართველოს ძალაუფლებას, სწორედ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა ასეთი რაღაცების კეთება. იქნებ შეახსენოთ ამ ხალხს, რომ 2019 წელს შავი ზღვის უსაფრთხოების პაკეტი იქნა მიღებული სწორედ იმაზე დაყრდნობით, სადაც საქართველოს ხელისუფლება იყო ჩართული და საქართველო და უკრაინა მოხსენიებული არიან როგორ წამყვანი ქვეყნები შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით". 

რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო"

2016 წელს ვარშავის სამიტზე NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით გააქტიურებულიყო, ვინაიდან მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, შავ ზღვაზე პოზიციები გაიძლიერა. 

კომენტარები