ქალი, რომელიც ქმარმა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს ხაშურში მოხდა. მომხდარის შემდეგ ქალი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი განქორწინების პროცესში იმყოფებოდა
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მას შემდეგ რაც ქალი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, მუხლი გადაკვალიფიცირდება.