შალვა თადუმაძე

თადუმაძის თქმით, არ იცის მიადგა თუ არა TBC-ის ზიანი ხაზარაძე-ჯაფარიძისათვის ბრალის წარდგენით

ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ მოქმედი პროკურორს შალვა თადუმაძეს ჰკითხა, მიადგა თუ არა ზიანი TBC ბანკს ხაზარაძე-ჯაფარიძისათვის ბრალის წარდგენით, რაზეც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პასუხად თქვა, რომ არ იცის.

"გულწრფელად ვაღიარებ რომ არ ვუყურებ ტელევიზორს", - თქვა თადუმაძემ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ, რომელიც მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურ წარდგენას ეხებოდა, თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე 4,5 პროცენტით შემცირდა.

23 ივლისის სავაჭრო დღის საბოლოო შედეგით, კომპანიის ერთი აქციის ფასმა 14,90 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. 24 ივლისს აქციების ფასი 15,06 გირვანქამდე ავიდა, თუმცა ლონდონის დროით 09:00 საათზე აქციების ფასმა სწრაფი ვარდნა დაიწყო. აქციებზე ფასის შემცირების დაწყება თბილისში გამართული ბრიფინგს ემთხვევა, განცხადება პროკურატურაში თბილისის დროით 12 საათზე გაკეთდა, ამ დროს ლონდონში კი 09:00 საათი იყო.

ამ დროისთვის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 90 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა.

კომენტარები