NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კრიმინალი

ვინ იყო უკრაინაში მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი — ფოტოები მკვლელობის ადგილიდან

ოთხშაბათი, 2 ოქტომბერი, 2019 - 16:32
tbl.ge/429b
დაკოპირდა

დღეს, 2 ოქტომბერს, უკრაინაში შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. ჭიჭიაშვილი 2000-იან წლების საქართველოში ხშირად ნომერ პირველ ტერორისტად მოიხსენიებოდა. 

არსებული ინფორმაციით, 1990-იან წლებში შოთა ჭიჭიაშვილი, გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდა, საიდანაც არასათანადო ქცევის გამო გაირიცხა. ჭიჭიაშვილის დედა წარმოშობით ქისტია, პანკისის რაიონის სოფელ დუისიდან. სპეცრაზმიდან დათხოვნის შემდეგ ჭიჭიაშვილი საცხოვრებლად პანკისის ხეობაში გადავიდა.

ამ დროიდან ჭიჭიაშვილი მოზრდილ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ჭიჭიაშვილის ჯგუფი ადამიანის გატაცებითა და იარაღის უკანანო ვაჭრობით იყო დაკავებული. ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი გატაცება. მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენის, პიტერ შოუს. 

ასევე ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირებდნენ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცებას 2001 წელს. ჭიჭიაშვილი სახელდებოდა ორი ესპანელი ბიზნესმენის ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის გატაცების ორგანიზატორად. კრიმინალებმა ესპანელი ბიზნესმენები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ესპანეთის მთავრობამ გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

სხვადასხვა ინფორმაციით, ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებდა ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაშიც. ჭიჭიაშვილს ახლო კავშირი ჰქონდა იმ დროს პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ბოევიკთა დაჯგუფებებთან. ჭიჭიაშვილის სახელი და გვარი გაისმა 2001 წლის მუხროვანის სამხედრო ამოხებასთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე არ არსებობს.

2001 წელს ჭიჭიაშვილზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა, რის შემდეგაც მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ორი წლის შემდეგ ჭიჭიაშვილი მოსკოვში დააპატიმრეს. მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება ჭიჭიაშვილს ჩეჩენი ბოევიკის რუსლან გელაევში გაცვლას ითხოვდა, რომელიც იმ დროისთვის პანკისის ხეობას აფარებდა თავს. 

საბოლოოდ რუსეთში დაპატიმრებული ჭიჭიაშვილი ქართულ მხარეს 2004 წელს გადასცეს. 2004 წელს ქართულმა სასამართლომ ჭიჭიაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის და ტერორისტული საქმინობისთვის 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საბოლოოდ ჭიჭიაშვილი საპატიმრო ვადიდან მხოლოდ 7 წელი მოიხადა. 

2013 წლის ივნისს ჭიჭიაშვილი საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. სწორედ ჭიჭიაშვილის ასახელებდა მისი აფეთქების ერთ-ერთ ორგანიზატორად გივი თარგამაძე. დეპუტატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქეს. 

დეპუტატმა, მისი აფეთქების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. თარგამიძის ინფორმაციით, მისი აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დიმიტრი აბრამიშვილი შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო და მასთან ერთად აფეთქების საქმეში ჭიჭიაშვილიც მონაწილეობდა.

როგორც ჭიჭიაშვილის მკვლელობის ადგილზე გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, ჭიჭიაშვილის თან აღმოაჩნდა უკრაინის მოქალაქის პასპორტი, რომელიც მიხაილო სტაშენკოს სახელზეა გაცემული. დოკუმენტში საცხოვრებელ ადგილად კიევია მითითებული. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი და ყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი.

შოთა ჭიჭიაშვილიპანკისის ხეობაგივი თარგამაძის აფეთქების საქმეკრიმინალი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 10:24"ჯგუფურად იძალადეს, ერთ-ერთმა დაჭრა" – თბილისში მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს
  • ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
  • ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 19:581 მიმალვისას აივნიდან გადავარდა და დაიღუპა, დაიჭრა 3 - ქურდიანზე მომხდარზე 2 პირი დააკავეს
  • კვირა, 14 ივნისი, 2026 - 10:26"რამდენიმე მაღაზიაში შეაღწიეს, 2 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ" - შსს-მ 2 პირი დააკავა
  • შაბათი, 13 ივნისი, 2026 - 22:05უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს – TV პირველი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პაკისტანმა ავღანეთთან საზღვარზე ოპერაციის ფარგლებში 29 ტერორისტი მოკლა
ორშაბათი, 29 ივნისი, 2026 - 02:36

პაკისტანმა ავღანეთთან საზღვარზე ოპერაციის ფარგლებში 29 ტერორისტი მოკლა

პუტინი ზელენესკის განცხადებაზე: ლუკაშენკოსთან ეს თემა დეტალურად არ განგვიხილავს
ორშაბათი, 29 ივნისი, 2026 - 02:01

პუტინი ზელენესკის განცხადებაზე: ლუკაშენკოსთან ეს თემა დეტალურად არ განგვიხილავს

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთში დაგეგმილი არჩევნები "გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება"
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 23:22

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთში დაგეგმილი არჩევნები "გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება"

WSJ: აშშ-ირანის მოლაპარაკებები შაბათ-კვირას უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა იერიშების გამო შეჩერდა
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 22:58

WSJ: აშშ-ირანის მოლაპარაკებები შაბათ-კვირას უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა იერიშების გამო შეჩერდა

არაღჩი დაიმუქრა, რომ ჰორმუზის სრუტეს ირანი მართავს და ჩარევა დაძაბულობას გაზრდის
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 22:51

არაღჩი დაიმუქრა, რომ ჰორმუზის სრუტეს ირანი მართავს და ჩარევა დაძაბულობას გაზრდის

ყველაზე კითხვადი

თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი
1თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი
2არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - მაჭავარიანი
3საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
4უკრაინაში რუსებმა მოკლეს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი
5ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში