გარეტ ტომასი

უელსის მორაგებთა ნაკრების ლეგენდას აივ ინფექცია აქვს - "ეს მე არ მასუსტებს"

გარეტ ტომასი
espn.co.uk

უელსის მორაგებთა ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გარეტ ტომასის თქმით მას აივ ინფექცია აქვს და აპირებს რომ თემასთან დაკავშირებული სტიგმის დანგრევისთვის იბროლოს.

45 წლის სპორტსმენმა ტვიტერზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს რომ მისი მდგომარეობის საჯაროდ მოყოლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დააშანტაჟეს.

"გამარჯობა, მე გარეტ ტომპსონი ვარ და მინდა გაგიზიაროთ საიდუმლო. რატომ? იმიტომ რომ ეს ამბავი ჩემია და არა იმ ბოროტების, რომლებმაც ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს, რომლებიც მემუქრებოდნენ რომ ამის თქმას დამასწრებდნენ, იმიტომ რომ მე თქვენი მჯერა და გენდობით".

ამის შემდეგ გარეტ ტომასი აივ ინფექციაზე და სტიგმის დანგრევაზე საუბრობს.

"მე ვცხოვრობ აივ ინფექციით. ახლა, თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რაც ძალიან მოწყვლადად მაქცევს, მაგრამ ეს მე არ მასუსტებს. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ამბის თქმა მომიწია, მაინც ვირჩევ რომ ვიბრძოლო, განვანათლო და დავანგრიო სტიგმა ამ თემის გარშემო".

ამ თემასთან დაკავშირებით, სპორტსმენმა Sunday Mirror-თანაც ისაუბრა. მისი თქმით, ის აივ ინფიცირების შესახებ ინფორმაციას წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა და ამან სუიციდალურ ადამიანად აქცია.

"მე ვიყავი ბნელ ადგილში, თავს სუიციდალურად ვგრძნობდი. კლდიდან გადახტომაზე ვფიქრობდი. ჩემთვის სიკვდილის სურვილი ძალიან ჩვეულებრივი ფიქრი იყო და ადვილ გამოსავლად მიმაჩნდა, თუმცა რაღაცებს უნდა დაუპირისპირდე".

მისივე თქმით, არასდროს დაავიწყდება მომენტი, როდესაც ჩვეულებრივ გამოკვლევაზე მისულმა აღმოაჩინა, რომ აივ ინფიცირებული იყო.

"თავს ცუდად არ ვგრძნობდი და ვფიქრობდი რომ ყველაფერი კარგად იყო. როდესაც ექიმმა მითხრა, მე გავტყდი, კრიზისში ჩავვარდი. მაშინვე ვიფიქრე რომ მოვკვდებოდი, ვგრძნობდი თითქოს მატარებელი 300 მილით საათში მიმაქანდება".

გარეტ ტომასის განცხადებას ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა პრინცი უილიამი.

"მამაცი როგორც ყოველთვის - ლეგენდა მოედანზე და მის გარეთაც. შენ გაქვს ჩვენი მხარდაჭერა გარეტ", - დაწერა პრინცმა უილიამმა.

გარდა პრინცი უილიამისა, გარეტ ტომასის განცხადებას გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინიც.

სავარაუდოდ, გარეტ ტომასი პირველი ბრიტანელი სპორტსმენია, რომელმაც საჯაროდ თქვა რომ აივ ინფექცია აქვს. 2009 წელს, ის ასევე გახდა პირველი ბრიტანელი მორაგბე, რომელმაც თქვა რომ ჰომოსექსუალია.

აივ/შიდსი დღეს მართვადი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს

კომენტარები