მინდა მივმართო ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ნუ ენდობით სააკაშვილებს და ბოკერიებს. მათთვის ახალგაზრდაც და მოხუციც, მხოლოდ ფარია. ისინი თქვენ გაგწირავენ, როგორც თავის დროზე გაწირეს კოდორი და ახალგორი. ვეუბნებით ამერიკას და ევროპას, ნუ მმფარველობთ სააკაშვილებს და ბოკერიებს, მათ ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. იყავით ქართველი ხალხის გვერდით. მხარი ქართველ ხალხს დაუჭირეთ. მსოფლიოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დიდი სახელმწიფოები მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ. სააკაშვილებს და ბოკერიებს ამაში ჩვენი ჩართვა სურთ, რასაც მოყვება საქართველოს სრული დაშლა. ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა, ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან. ჩვენ ვითხოვთ დაისაჯონ სააკაშვილები და ბოკერიები.
პატრიოტთა ალიანსი
ინაშვილი: დიდი ქვეყნები მე-3 მსოფლიო ომისკენ მიდიან, სააკაშვილ-ბოკერიებს ჩვენი ჩართვა სურთ
tbl.ge/3zc6
დაკოპირდა

ამბობს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში. პატიორტთა ალიანსი 15 სექტემბერს, რესპუბლიკის მოედანზე აქციას მართავს.
ამავე თემაზე
- თარხან-მოურავი: გავაფრენ, მორიგი ტყუილები, მე ეგეთი თმა და ცხვირი მაქვს?
- ინაშვილი კალაძეს: უკრაინა ომში გითრევს, რით ვერ გაიგეთ, რომ ზელენსკი სააკაშვილის მეგობარია
- ინაშვილი ომზე: ზელენსკი პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე
- პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში შეხვედრებს მართავს
- ინაშვილი: არავითარ NATO-ში ჩვენ არ უნდა შევიდეთ, ეს არის უტოპია




