წერეთლის საქმე

ჩუგოშვილი: ავთანდილ წერეთლის საქმეს მედიის არანაირი შეფერხება არ უნდა მოჰყვეს

სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესების წარმართვამ ხელი არ უნდა შეუშალოს დამოუკიდებელი მედიასაშუალების, ჟურნალისტების მუშაობას, რომელიც თავის საქმეს აკეთებენ. ამ პროცესს მათზე არანაირი გავლენა არ უნდა ჰქონდეს და ამას მედიის არანაირი შეფერხება არ უნდა მოჰყვეს. მესმის, რომ გარკვეული კვეთები არის, რადგან კომპანიისა და ტელევიზიის მფლობელი, რომელსაც გამოძიება ედავება, ერთი და იგივე ოჯახია, მაგრამ გამოძიებამ როგორღაც უნდა უზრუნველყოს, რომ ტელევიზია ამ პროცესში არ შეაფერხოს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის შესახებ, რომელსაც ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს თიბისი ბანკის საქმის ფარგლებში და მას ხაზარაძისა და ჯაფარიძისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან. ავთანდილ წერეთელი ტვ პირველის მფლობელის ვატო წერეთლის მამაა. ჩუგოშვილის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები