ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის სანაპიროზე $1.9 მილიონის ღირებულების კოკაინი გამოირიყა

New Zealand Police

ახალი ზელანდიაში, ოკლენდის დასავლეთ სანაპიროზე კოკაინის შემცველი 19 შეკვრა გამოირიყა, რომლის ღირებულებაც 1.9 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

პოლიციამ ჯერ-ჯერობით ვერ დაადგინა როგორ მოხვდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი შეკვრები სანაპიროზე. შემთხვევის შემდეგ იქ რეგულარული პატრულირება დააწესეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ახალი ზელანდიის სანაპიროზე ნარკოტიკები იპოვეს. 2016 წელს სანაპიროზე გამორიყულ ნავზე პოლიციამ 500 კილოგრამი მეტამფეტამინი აღმოაჩინა, რომლის ღირებულებაც 323 მილიონ აშშ დოლარს აღწევდა.

კომენტარები