უბედური შემთხვევა

ფილიპინებში სამი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა

CNN

ფილიპინებში სამი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანის დაიღუპა და 60 დაშავდა. 

პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 5.4 მაგნიტუდა იყო, რასაც, სულ მცირე, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მეორე 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მესამე, 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა.

ძველი სახლები სრულიად განადგურდა, ახლადაშენებულები კი დაზიანდა. კუნძულებზე სამედიცინო დახმარება და სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთით, ბატანეთის პროვინციაში იყო. ფილიპინები სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, სადაც მიწისძვრა ხშირია. 

კომენტარები