Big Little Lies

BIG LITTLE LIES: იქნება თუ არა მესამე სეზონი?

HBO

Big Little Lies დასასრულმა ბევრი შეკითხვა დაუტოვა მაყურებელს და ისინი ითხოვენ, რომ HBO-მ კიდევ ერთი სეზონი გადაიღოს, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არაფერია დამტკიცებული. 

ნიკოლ კიდმანმა, რომელიც სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ამის შესახებ Daily Telegraph-ს ესაუბრა.

"სიამოვნებით გადავიღებდით კიდევ ერთ სეზონს, რადგან იდეები ნამდვილად არის, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ იგივე ხალხის გარეშე" - თქვა ნიკოლ კიდმანმა.

რიზ უიზერსპუნმა ასევე გააკეთა ამ თემაზე კომენტარი და თქვა, რომ სერიალის მეორე სეზონის გადაღებაც არ იყო დაგეგმილი, ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ მესამე სეზონი.

სამწუხაროდ HBO-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ახალი სერიების გადაღება არ არის რეალისტური, რადან ეს მსახიობები არიან "ყველაზე დაკავებული მსახიობები ჰოლივუდში, მაგრამ თუ მათი განრიგი დაემთხვა ერთმანეთს სერიალის გადაღება გამორიცხული არ არის".

Big Little Lies HBO-ს გადაღებული სერიალია და მას ორი სეზონი აქვს.

კომენტარები