ებოლა კონგოში

კონგოს რესპუბლიკაში, ქალაქ გომაში ებოლა გავრცელდა

ებოლა, ეპიდემია
BBC

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ქალაქ გომაში ებოლას გავრცელების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ქალაქი კონგოს მთავარი სატრანსპორტო ქსელია, რომელიც 2 მილიონი ადამიანითაა დასახლებული.

ჯანდაცვის სფეროში მომუშავეები ქალაქამდე დაავადების ჩაღწევის შასახებ დიდი ხნით ადრე აკეთებდნენ განცხადებებს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაავადების გავრცელების რისკი ძალიან დაბალი იყო.

უწყებამ დაავადების შესახებ ინფორმაციის ნამდვილობა მას შემდეგ დაადასტურა, რაც ქალაქის ავტობუსის ერთ-ერთ მგზავრს ებოლას სიმპტომები აღმოაჩნდა. თუმცა, სამინისტრო კვლავ ამბობს, რომ დაავადების გავრცელების რისკი დაბალია.

“ვინაიდან ქალაქ ბუტემბოდან მომავალ ავოტბუსში მჯდომი პაციენტის დაავადების იდენტიფიცირება და იზოლაცია მოხდა ძალიან სწრაფად, დაავადების გავრცელების რისკი ქალაქ გომას სხვა ნაწილებში არის ძალიან დაბალი”- წერია ჯანდაცვის სამინისტროს გაცხადებაში.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ ავტობუსის მძღოლსა და 18 მგზავრს ორშაბათს ჩაუტარდებათ ვაქცინაცია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კონგოში ეპიდემია გავრცელდა, ამ დაავადებით 1600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის გავრცელების ბოლო პრეცედენტი კონგოში 2018 წელს დაფიქსირდა და დღემდე გრძელდება. ეს უკანასკნელი რიგით მე-10 შემთხვევაა, პირველი 1976 წელს იყო.

დასავლეთ აფრიკაში ებოლას გავრცელების შემდეგ 2014-16 წლებში 28.616 ადამიანს მიადგა ზიანი, რომელთა უმრავლესობა გვინეაში, ლიბერიასა და სიერა-ლეონეში ცხოვრობდა. შედეგად, დაახლოებით 11.310 ადამიანი გარდაიცვალა.

ებოლას ვირუსის გავრცელება მარტივადაა შესაძლებელი ცხოველებთან ახლო კონტაქტის შედეგად, მათ შორის შიმპანზესთან, ღამურებთან და ტყის ანტილოპებთან შეხების შედეგადაც.

აღსანიშნავია, რომ კონგოში ეპიდემიის ბოლო გავრცელების შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შემთხვევა გლობალური ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციისთვის არ მიუკუთვნებია.

თუმცა გაერთიანებულმა სამეფომ წინა კვირაში კონგოს შემთხვევას “საგანგებო” უწოდა, რათა საერთაშორისო მასშტაბებით თანხის აგროვება ეპიდემიის დასაძლევად უფრო გამარტივებულიყო.

კომენტარები