გიორგი გახარიას პრეტენზიას უყენებენ იმ საკითხზე, რომელიც მოითხოვს დამატებით შესწავლას და გამოძიებას, რომ კონკრეტულმა თანამშრომლებმა შეიძლება გამოიყენეს ზედმეტი ძალა. ჩვენი მიდგომაც ეს არის - რაც შეეხება ლეგიტიმური ძალის გამოყენებას, ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს და არ აქვს არავის. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების ქმედებებს, უნდა იქნას გამოძიებული მაქსიმალური გამჭვირვალობის რეჟიმში და შემდეგ, ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან გუნდში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც სკამს გამოეკიდება, მით უმეტეს, იმ ფასეულობათა სისტემის მქონე ადამიანს, როგორიც არის გიორგი, ეს ძალიან კარგად ვიცი და საზოგადოებამაც კარგად იცის





