ნიკა მელიას საქმე

ომბუდსმენი: შექმნილ ვითარებაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რაც ახალისებს ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ისეთ მწვავე ვითარებაში, როგორიც იყო 20 ივნისის საღამოს, მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც აქციის სასტიკად დარბევისა და უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის!

ეს იქნება მნიშვნელოვანი შექმნილი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რასაც, არსებული საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე. ცნობისთვის, პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი, 3-მა თავი შეიკავა - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. რეგისტრაცია სულ 94-მა დეპუტატმა გაიარა - კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.

კომენტარები