ენმ-ს ერთერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის უკან შეკრებილ მხარდამჭერებთან გავიდა. მას მომხრეები შეძახილებით და ტრანსფარანტებით ამხნევებენ.
პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.
ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. მას 4-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





