საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებმა რუსეთის მხრიდან ოკუპაცია სპეციალური მაისურებით გააპროტესტეს. ქართველი ფეხბურთელების პროტესტს შეუერთდა უკრაინული საფეხბურთო კლუბი "ვორსკლაც".
უკრაინელმა მოთამაშეებმა გუნდური ფოტო გადაიღეს პლაკატით, რომელზეც ეწერა: "ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის" მიერ. ფოტოზე პლაკატი ხელში უჭირავს ქართველ მცველს - ანდრო გიორგაძეს..





