ვფიქრობ, 2016 წელს ლადო კახაძის ავტორიტეტი, მისი შესაძლებლობები და რენომე, საარჩევნო შედეგების თვალსაზრისით, ერთგვარად იმ ადამიანებმა და კონკრეტულად იმ პარტიამ და ადამიანმა შეასუსტა, ვისი სახელითაც იმ არჩევნებში გამოდიოდა. პარტიული დემოკრატიის პოლიტიკურ სისტემაში დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიას, მის იდეოლოგიურ პლატფორმას, პარტიულ ინფრასტრუქტურას და გამოცდილებას, ზოგადად, არჩევნებისა და კამპანიების ჩატარებაში. თუ შეადარებთ მაშინდელ და დღევანდელ კამპანიას, განსხვავება ძალიან დიდია და რა თქმა უნდა, შედეგი დიდწილად ამითაც აიხსნება. ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, ვისაც დედაქალაქის საზოგადოება იცნობდა და ვისაც პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა. ლადო კახაძეს ასევე ჰქონდა სუფთა წარსული და ის სუფთა სინდისით ჩაერთო ამ არჩევნებში. მე მანამდეც ვიცნობდი ბატონ ლადო კახაძეს და ვფიქრობ, ის სანდო და პრინციპების ერთგული ადამიანია.
შუალედური არჩვენები მთაწმინდაზე
2016 წელს კახაძის ავტორიტეტი და რენომე იმ პარტიამ შეასუსტა, ვისი სახელითაც გამოდიოდა
tbl.ge/3rat
დაკოპირდა

არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას ისაუბრა. ლადო კახაძემ 2016 წლის არჩევნებზე, როცა ის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით იყრიდა კენჭს, 618 ხმა მიიღო, წელს კი 10 738.




