20:00-ის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 34.27%-ია. საარჩევნო უბნებზე ჯამში 15 049 ამომრჩეველი მივიდა. ამ დროისთვის, ყველა საარჩევნო უბანი დახურულია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთაწმინდელი ამომრჩევლის აქტივობა 55.82 % იყო (24 467), ხოლო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე - 38.99 % (17 095 ამომრჩეველი).
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.





