ბახტაძე მაჩალიკაშვილზე: პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯები

პროკურატურას აქვს თავის პროცედურები. მათ გააკეთეს განცხადება, რომ ისინი სწავლობენ მტკიცებულებებს და ამას მოჰყვება ბუნებრივია შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები და ნაბიჯები. ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ და შევხედოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ფაქტი არის ერთი რამ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია.

პრემიერი მახლაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები