ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქისა და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი.
ჩვენ ბათუმში გავხსენით ახლად რეაბილიტირებული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ეს არის მართლაც უნიკალური და ულამაზესი შენობა და სიამაყე ყველა ქართველისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ ქართუს ამ საჩუქრისთვის. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ახალი მულტიფუნქციური თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტკომპლექსი, რომელიც ზაფხულში დასრულდება და რამდენიმე თვეში გავხსნით. ეს იქნება პირველი მსგავსი დატვირთვის მქონე სპორტული კომპლექსი აჭარაში და მსგავსი კომპლექსების მშენებლობას ყველა რეგიონში დავიწყებთ





