ნატოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ერს გააჩნია თავისი არჩევანის გაკეთების თავისუფლება. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, მას თავად შეუძლია აირჩიოს, რა უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდება, არამარტო ნატო აცხადებს ამას, არამედ ეს პრინციპი შეთანხმებულია ყველა ერს შორის. რუსეთმაც განაცხადა ამაზე თანხმობა, მან ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს და ბევრ სხვა დოკუმენტს, სადაც აშკარად და ცხადად არის დადასტურებული, რომ ყველა ერს აქვს თავისი მომავლის არჩევის უფლება, სამხედრო ალიანსში გაწევრიანება და ა.შ.
აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა მას მომავალში... ეს თქვენზეა დამოკიდებული, ალიანსის 29 წევრი ქვეყნის და თქვენი გადასაწყვეტია.
ჩვენ ალიანსში ვთქვით, რომ საქართველო გახდება აუცილებლად ნატოს წევრი და რომელიმე ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის საქართველოს გარეთ, საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი





