დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

"ვიდრე კობახიძე ჰყავს პარტიას, კომპანიები ვერ უშველის" - ბესელია ოცნების განახლებაზე

ტაბულა

"ვიდრე კობახიძე ჰყავს ქართულ ოცნებას, კომპანიები ვერ უშველის,"- ასე ეხმაურება ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქართულმა ოცნებამ გუნდში ახალი სახეების მოსაზიდად კერძო კომპანია დაიქირავა.

"ვიდრე ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეა და ასეთი სახე ჰყავს პარლამენტს და ის არის ქართული ოცნების სახელით, ვიდრე ჰყავთ ასევე სხვა პირები, აღარ მინდა გვარების ჩამოთვლა, ასეთი კომპანიები, მიუხედავად მათი გამოცდილებისა თუ ასე ვთქვათ, ბიოგრაფიაში შთამბეჭდავისა და მომხიბვლელი ჩამონათვალისა, ვერ უშველის,"- ამბობს ეკა ბესელია. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ ახალი სახეების მისაზიდად კერძო კომპანია დაიქირავა, თავდაპირველად სააგენტო ინტერპრესნიუსმა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. მოგვიანებით კი, მმართველი გუნდის დეპუტატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურეს, რომ პარტიაში მართლაც მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გუნდს ახალი სახეები შეემატოს, თუმცა კერძო კომპანიის დაქირავებას არ ადასტურებენ. 

კომენტარები