ბახტაძე: ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას

დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, საბჭოთა ოკუპაციის დღე. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. დღესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა თავის სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში, იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

კომენტარები