საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა სოფიას ATP250-ის ტურნირზე. მიუხედავად ამისა, მან მსოფლიო კლასიფიკაციაში ორი საფეხურით წინ წაიწია და მე-20 ადგილი დაიკავა.
სარეიტინგო ქულები დაკარგეს და TOP20-დან გამოვარდნენ ფრანგი ლუკ პუიე და ბელგიელი დავიდ გოფენი, რამაც ბასილაშვილი ოცეულში მოახვედრა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ბასილაშვილი ერთხელ უკვე იყო საუკეთესო ჩოგბურთელთა პირველ ოცეულში.
ქართველი ჩოგბურთელი დღეიდან როტერდამის ATP500-ის ტურნირში ჩაებმება, სადაც პირველ წრეში კორეელ ჰიეონ ჩონგს შეხვდება. ამ ჩოგბურთელებს ერთმანეთში არასდროს უთამაშიათ.


![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)


