კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის ინციდენტი მოხდა.
როგორც ტაბულას თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, ახალწვეულებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. მათი ინფორმაციით, მოხდა მცირედი შელაპარაკება, რა დროსაც ემოციური ფონის გამო, ერთ-ერთი წვევამდელის კლინიკაში გადაიყვანა გახდა საჭირო.
უწყების ინფორმაციით, ის რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებიდან მალე გაწერენ.





