უმრავლესობის სხდომა

ფოფხაძე გუნდში დაპირისპირებაზე: არსაიდან წასვლას არ ვაპირებ, მაქვს ჩემი პოზიცია

უნდა ვისაუბროთ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით და ამ მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მგონია, რომ სხვა თემებზე აქცენტების გადატანა იქნება არასწორი. გვაქვს ერთი კონკრეტული მიზანი, ღირსეული ადამიანები მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში და ამ მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ახლა სულ ყველა...

[დაპირისპირების შესახებ] ამ საკითხებზე მე პერმანენტულად პასუხს ვიძლეოდი, ამიტომ, სულ ერთისა და იმავეს გამეორება არ მინდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი გუნდი არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიბრძოდით, ამიტომ, მე ამ ხალხისთვის ნამდვილად არ მიღალატია და ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის მხარის დაჭერით, მე მგონი, ზუსტად მაშინ გავხდები მოღალატე ამ ხალხის. მე ჩემს გუნდსა და ქვეყანას ვერთგულებ იმით, რომ პრინციპულად დავიცავ ბოლომდე იმას, რაც არის სწორი. 

მე არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩემი პოზიცია. მოვედი ამ პოზიციის დასამტკიცებლად აქ. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არსებობს უკეთესი არგუმენტები, მათაც ექნებათ საშუალება, რომ აზრი გამოთქვან. ჩემი აზრით, ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ღირსეული ადამიანების დამკვიდრებით ყველაზე დიდ სიკეთეს ვუკეთებთ ჩვენს ქვეყანას, მე მგონი, ამ ადამიანებს გასაქცევი არსაიდან არ გვაქვს. ამ ვითარებაში ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე. ქართული ოცნების ოფისში უმრავლეობის სხდომა იწყება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

კომენტარები