დღეს რომ მე ვიღებდე გადაწყვეტილებას, დღეს ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. არა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლებრივად და კანონის შესაბამისად სწორი, ეს გამოვლინდა კიდეც, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორი იყო. აქ დგას მიზანშეწონილობის საკითხი და დღევანდელი გადმოსახედიდან მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება სწორი იყო და ამ უსამართლო სასამართლოსაც მოუწია ამის აღიარება.
ამავე დროს, იმას, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისის მერისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, არის ჩვეულებრივი ფარისევლობა და ხალხის მოტყუება. კალაძე ატყუებს ხალხს, როდესაც ამბობს, რომ მას სხვა გზა არ აქვს. კალაძე გვეუბნება, რომ ის მშენებლობას არ დაუშვებს, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მაშინ, როდესაც თუნდაც ატენის ქუჩაზე გვეუბნებოდა, რომ რა ვქნა, სასამართლოს გადაწყვეტილებაა და უნდა მივცე
ევროპული საქართველო
უგულავა ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვაზე: დღეს ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი





