რამდენიმე ხნის წინ ქალაქში სპეციალური აპარატები განვათავსეთ, რომლითაც მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაა შესაძლებელი. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა. შეირჩა რამდენიმე ლოკაცია და პირველ ეტაპზე, რადგანაც ეს საპილოტე პროექტი იყო, სამი აპარატი განთავსდა. ერთ-ერთი კი, რომელიც კიკვიძის პარკში დაიდგა, რამდენიმე დღის წინ დაზიანებული და დამტვრეული დაგვხვდა. ძალიან სამწუხარო და საწყენია, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ კეთილი საქმეები ვაკეთოთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის თანხები, რაც მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის იხარჯება, თითოეული ჩვენგანისგან მიღებული შემოსავალია. ამ ყველაფრის აღდგენაზე ისევ ჩვენი ფული უნდა დაიხარჯოს. სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ხშირია. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ კამპანია - "გაუფრთხილდი ქალაქს". მსგავს პროექტებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს, რათა მათ ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება
თბილისის მერია
კალაძე: ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა, სასწრაფოდ დავიწყოთ კამპანია "გაუფრთხილდი ქალაქს"
tbl.ge/3fes
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიკვიძის პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები აპარატის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, დინამოს სტადიონის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება
- ქანიე უესთის კონცერტის გამო, მეტრო და ავტობუსები 13 ივნისის 02:00 საათამდე იმუშავებს
- 27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე
- ისე წვიმდა, როგორც გარეთ, ვავალებ, აუდიტმა შეისწავლოს ავლაბრის მეტროს საკითხი – კალაძე




