ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარის მოადგილემ ენმ-ს წევრებს ცოცხები აჩუქა - ვიდეო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სხდომაზე საჩუქრად ცოცხები გადასცა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. კამათი მერიის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაზე საუბარს მოყვა.

ამ ფაქტის გამო, საკრებულოს სხდომა "ევროპული საქართველოს" წევრმა ბათლომე შელიამ, პროტესტის ნიშნად დატოვა.  

კომენტარები