ახალი წელი

საახალწლო სიურპრიზი მსჯავრდებული მოზარდებისთვის

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრთან ერთად, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ მოზარდებს საახალწლო სიურპრიზი მოუწყვეს.

"31 დეკემბერს, 23:30 საათზე, მსჯავრდებულ ბავშვთა მშობლები, და-ძმები და ორი მოზარდი მსჯავრდებულის მეუღლეები მცირეწლოვანი შვილებით სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად მივიდნენ და საზეიმოდ მორთულ დარბაზში უხმაუროდ განთავსდნენ. რამდენიმე წუთში, დაწესებულების ადმინისტრაციამ დარბაზში მსჯავრდებულებიც შემოიყვანა. დიდი სიხარულითა და ბედნიერების შეძახილებით შეეგებნენ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს და 2019 წლის დადგომა ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს" - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები