ქრისტეშობა 2018

მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა შობას 25 დეკემბერს ზეიმობს

ქრისტეშობა

25 დეკემბერს ქრისტეშობას 10 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს:

  1. კონსტანტინოპოლის

  2. ალექსანდრიის

  3. ანტიოქიის

  4. საბერძნეთის

  5. კვიპროსის

  6. რუმინეთის

  7. ბულგარეთის

  8. ალბანეთის

  9. ჩეხეთ-სლოვაკეთისა

  10. ამერიკის 

7 იანვარს ქრისტეშობას 5 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება:
 

  1. იერუსალიმის

  2. რუსეთის

  3. საქართველოს

  4. სერბეთის

  5. პოლონეთის

  6. უკრაინის

10 ეკლესია, უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს "ახალი კალენდარული სტილით" (შესწორებული იულიუსის კალენდარი) ზეიმობს, ხოლო მოძრავს - "ძველი კალენდარული სტილით" (იულიუსის კალენდარი). ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, იმ უკვე 6 მართლმადიდებელ ეკლესიასთან (უკრაინის ეკლესია შესწორებულ კალენდარზე გადასვლის მომხრეა, თუმცა, პოლიტიკური მოტივებით თავს იკავებს), რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.

25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.

(ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია არ არის აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მას აღიარებს).

კომენტარები