ფულის გამოძალვა

შსს: ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე სამცხეში 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვისბრალდებით, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. ვალეში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ვ.კ. ახალციხეში ბიზნესმენ მ.მ.-ს უგზავნიდა მუქარის შემცველ წერილებს და მისგან ცდილობდა 50 000 ლარის გამოძალვას. დაკავებული წარსულში ბიზნესმენთან მძღოლად მუშაობდა, ფლობდა ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და ბიზნესმენს ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა", - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 2 ნაწილის "გ" 
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს.

კომენტარები