დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა

კვლევა: აღმ. ევროპაში მეტი რელიგიური და ცრუმორწმუნე ადამიანია ვიდრე დას. ევროპაში

Christian Today

Pew Research Center-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპელებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ რელიგიის მნიშვნელობაზე, უმცირესობებსა და სხვა სოციალურ საკითხებზე.

მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტის უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი მოინათლნენ ქრისტიანად და ევროპის ქვეყნების უმრავლესობას ჯერ კიდევ მყარი ქრისტიანული უმრავლესობა ჰყავს, გამოკითხვაზე გაცემული პასუხები მოწმობს, რომ დასავლეთ ევროპაში ქრისტიანობასთან აფილირება შემცირებულია.


ფოტო: pewforum.org

პროცენტული მაჩვენებლების პირველი სვეტი - გაიზარდა ქრისტიანად. მეორე სვეტი - ახლა ქრისტიანია. განსხვავება ყველაზე დიდია ბელგიაში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთსა და შვედეთში.  

ეს ტრენდი განსხვავებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგეგ, პოსტ-საბჭოურ ევროპულ ქვეყნებში, სადაც მანამდე რელიგია რეპრესირებული იყო სსრკ-ს მიერ, რელიგიასთან კავშირი გაღრმავდა. მაგალითად, უკრაინელების 93% ამბობს, რომ ისინი არიან ქრისტიანები, მაშინ როდესაც მათი მხოლოდ 81% ამბობს, რომ ქრისტიანად აღიზარდნენ. მსგავსი მონაცემებია რუსეთში, ბელორუსიაში და სომხეთში. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დანარჩენ ნაწილებში ქრისტიანების წილი სტაბილურია და არ შეცვლილა.

ამასობაში, ნაკლები დასავლეთ ევროპელი ამბობს, რომ ეხლა ქრისტიანები არიან, ვიდრე იმას, რომ ქრისტიანად აღიზარდნენ. მაგალითად, ბელგიაში 83% ამბობს, რომ ქრისტიანად აღიზარდა, თუმცა მხოლოდ 55% ამბობს, რომ ახლა ქრისტიანია.

რა არის ამ განსხვავებების მიზეზი? ზოგიერთის აზრით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საზოგადოებებში რელიგია მეტად მისაღები გახდა. გარდა ამისა, ზოგიერთის აზრით, ეს ხალხი რელიგიას მათ ეროვნულ მემკვიდრეობასთან აკავშირებს.

დასავლეთ ევროპაში, ზრდასრულების უმრავლესობა, რომლებიც რელიიგიურები აღარ არიან, ამბობს, რომ ისინი არ ეთანხმებიან ეკლესიის პოზიციებს ჰომოსექსუალობასთან და აბორტთან დაკავშირებით და/ან მათ აღარ სწამთ რელიგიური სწავლებების.

ამასთანავე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, დას. ევროპასთან შედარებით, მეტი თვლის, რომ რელიგია მნიშვნელოვანია მათი ცხოვრებისთვის და რომ ისინი ასრულებენ რელიგიურ მსახურებებს მინიმუმ თვეში ერთხელ და ლოცულობენ ყოველ დღე.


ფოტო: pewforum.org

პირველი სვეტი - რელიგია მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში. მეორე სვეტი - ისინი ესწრებიან რელიგიურ ღვისმსახურებებს მინიმუმ ერთხელ თვეში. მესამე სვეტი - ისინი ყოველდღიურად ლოცულობენ. 

მაგალითად, საბერძნეთში, ბოსნიათი, სომხეთში, საქართველოსა და რუმინეთში ზრდასრულების ნახევარი ან მეტი ამბობს, რომ რელიგია მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, განსხვავებით საფრანგეთთან, გერმანიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და რამდენიმე დასავლეთ ევროპის ქვეყანასთან შედარებით, სადაც მსგავსი შეხედულება 10-დან 1-ს აქვს.

10-დან 3 სლოვაკეთში, საბერძნეთსა და უკრაინაში ამბობს, რომ ისინი ყოველდღიურად ლოცულობენ, ეს მაჩვენებელი ავსტრიასა და შვეიცარიაში 8%-ია. გარდა ამისა, დასავლეთ ევროპელები მეტად ამბობენ, რომ ისინი არასდროს ლოცულობენ. მაგალითად, დანიაში მათი მაჩვენებელი 62%-ია, რუსეთში კი 28%.

გარდა ამისა, დასავლეთ ევროპელებს ნაკლებად სჯერათ ღმერთის, ვიდრე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელებს. მათ შორის, საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და რუმინეთში მორწმუნეთა რიცხვი განსაკუთრებით დიდია. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მხოლოდ 3 გამონაკლისია, სადაც მორწმუნეთა რაოდენობა ⅔-ზე ნაკლებია, ესენია: უნგრეთი (59%), ესტონეთი (44%) და ჩეხეთი (29%).


ფოტო: pewforum.org

პირველი სვეტი - სჯერა ღმერთის. მეორე სვეტი - დარწმუნებულია ღმერთის არსებობაში. მესამე სვეტი - სჯერა ღმერთის, მაგრამ ნაკლებად დარწმუნებულია. მეოთხე სვეტი - არ სჯერა ღმერთის არსებობის.  

საინტერესოა, რომ დასავლეთ ევროპელები ნაკლებად არიან საკუთარ რწმენაში დარწმუნებულები, ვიდრე მათი აღმოსავლელი მეზობლები, სადაც უმრავლესობა დარწმუნებულია ღმერთის არსებობაში, მათ შორის რუმინეთში 64%, საბერძნეთში 59% და ხორვატიაში 57%. დასავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი მაჩვენებელი ამ მხრივ პორტუგალიაშია - 44%.

გასაკვირია, მაგრამ კვლევის მიხედვით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მეტად სჯერათ ბედისწერიას (რომ ცხოვრების გზა დიდწილად წინასწარგანსაზღვრულია), ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. გარდა ამისა, მათ მეტად სჯერათ ისეთი ფენომენების, რომელიც ქრისტიანობასთან კავშირში არ არის, მაგალითად, “ავი თვალის”.


ფოტო: pewforum.org

პირველი სვეტი - სჯერა ბედისწერის. მეორე სვეტი - სჯერა "ავი თვალის". მესამე სვეტი - სჯერა რეინკარნაციის. 

 

როგორც სურათზე ხედავთ, მაგალითად, სომხების 83%-ს და ბოსნიელების 80%-ს სჯერა ბედისწერის. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ეს მაჩვენებელი 40% ან ნაკლებია.

“ავი თვალის” განსაკუთრების სჯერათ აღმოსავლეთ ევროპის შემდეგ ქვეყნებში: საბერძნეთი (66%), ლატვია (66%), უკრაინა (60%), სომხეთი (59%), მოლდოვა (57%), რუსეთი (56%) და ბულგარეთი (55%).

საინტერესოა ისიც, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მეოთხედს, ან მეტს სჯერა რეინკარნაციის - რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ დედამიწაზე კიდევ იბადება. რეინკარნაცია გავრცელებული შეხედულებაა შორეული აღმოსავლეთის რელიგიებში (ინდუიზმი, ბუდიზმი), მაგრამ არა ქრისტიანობაში.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონტინენტი დიდწილად გაერთიანებულია სეკულარიზმის იდეის ირგვლივ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 7 ქვეყანაში ამ მოსაზრებას მოსახლეობის უმრავლესობაზე ნაკლები იზიარებს. მათ შორის არიან სომხეთი და საქართველო, სადაც უმრავლესობა იხრება იმ აზრისკენ, რომ მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს რელიგიურ რწმენებსა და ღირებულებებს. ასევეა რუსეთში, სადაც 42% ამბობს, რომ მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს რელიგიას.


ფოტო: pewforum.org

პირველი სვეტი - რელიგია და სამთავრობო პოლიტიკა განცალკევებული უნდა იყოს. მეორე სვეტი - მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს (განამტკიცოს) რელიგიურ ღირებულებებსა და რწმენებს. 

დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში უმრავლესობა ამბობს, რომ მთავრობის პოლიტიკა და რელიგია განცალკევებული უნდა იყოს.

კომენტარები