13 წლის ბავშვის გარდაცვალება

ბოლნისში 13 წლის მოზარდი ერთთვიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავი 2

ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. 

დაღუპულის ოჯახი ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში ის ცემის შემდეგ ჩავარდა. მათივე თქმით, პოლიციამ თავდამსხმელის შესახებ იცის, თუმცა არ აკავებს. 

„ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა", - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის მამა რუსთავი 2-თან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე საქმეში თავდასხმის და ცემის შემთხვევა არ იკვეთება. უწყების ცნობით, საქმის მასალებიდან მხოლოდ ის ჩანს, რომ ბავშვი თამაშობდა, რა დროსაც მას ხელი კრეს და წაიქცა, ღამით კი ცუდად გახდა. ვისთან ერთად თამაშობდა გარდაცვლილი, შსს-ში იციან. 

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არის დაწყებული. ჩატარდა ექსპერტიზა და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობენ უწყებაში. 

კომენტარები