ნარკოდანაშაული

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

შსს

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე დააკავეს.

ორი პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში აიყვანეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას 40 აბი მეტადონი და კოდეინის შემცველი 350 აბი ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ
შემოტანაში ედებათ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები