ნიკა გვარამია

გვარამია: ევროპული საქართველო კაბინეტური სტილის პარტიაა

ევროპული საქართველო რომ მიტინგის ორგანიზატორი არაა, ამით არც მიტინგს აკლდება დიდად რამე და არც ევროპულ საქართველოს. ისედაც ვიცით, რომ უფრო კაბინეტური სტილის პარტიაა. რამდენად სწორი ტაქტიქაა, უფრო მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენთვის.

მთავარი სტრატეგიული ერთობაა: ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. და ეს ერთობა კვლავაც შენარჩუნებულია.

წერს ნიკა გვარამია საკუთარ Facebook გვერდზე. ცნობისთვის, ევროპული საქართველო გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება, ამის შესახებ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა.

კომენტარები