საქართველოში სამი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა.
პირველი, 05:17 საათზე, ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 14კმ-ში, სოფელ მართგაჯინაში, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და 5 მეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი კი, საჩხერის სოფელ პერევში იყო. მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა 05:20 საათზე მოხდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.





