ეს არის დრო, როდესაც ყველამ ძალიან სწორი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ არც ერთ ხელისუფლებას ამ საზოგადოებაში არ გასდის ადამიანის ღირსებასთან შეხება. ეს იყო მთავარი სიგნალი ამ არჩევნებზე. როდესაც ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ არ შეიძლება გადაუარო სარალიძეს და არ შეიძლება არ დასაჯო, ვინც დასასჯელია. როდესაც ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ ძალაუფლების ასეთი უკონტროლო კონცენტრაცია, რომელმაც წარმოშვა დაუსჯელი ფარცხალაძეები თუ მირზა სუბელიანები, ამას საზოგადოება არ მოითმენს. როდესაც ხელისუფლება პრობლემებზე კი არ დაფიქრდა, როგორ უჭირს ადამიანებს, არამედ თქვა, რომ გამორთეთ ტელევიზორი და ა. შ. ეს პასუხი მიიღო დღეს ხელისუფლებამ და მე ვფიქრობ, ეს ყველა ხელისუფლებისთვის, მთლიანად პოლიტიკური პროცესისთვის არის ძალიან კარგი, ძალიან ჯანსაღი. ქართულმა საზოგადოებამ ეს გაკვეთილი ჩვენ კიდევ ერთხელ გვასწავლა. პოლიტიკური ჯგუფების, ყველას ამოცანაა, საზოგადოების დაკვეთას დაეწიოს. ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელიც ქართველი ხალხის ნების პატივისცემით უნდა ჩატარდეს, ისე, როგორც ქართველი ხალხი გადაწყვეტს. პარტიულად ჩვენ ვერ მივიღეთ შედეგი, რაც გვინდოდა, ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი მესამე ადგილით, მაგრამ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას. ახლა მთავარია, დავანახოთ ქართველ საზოგადოებას, რომ გამოგვაქვს გაკვეთილები. ყველა პრობლემა ერთ დღეში ვერ მოგვარდება, მათ შორის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ თვალებში შევხედოთ სიმართლეს და არ ვილაპარაკოთ, რომ ტელევიზორის ბრალია ეს.
tbl.ge/37uw
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია არჩევნების შედეგების შესახებ.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს




