დონალდ ტრამპი

ტრამპი თავდაცვის მდივანზე: ის ერთგვარად დემოკრატია, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით თავდაცვის მდივანი, გენერალი ჯეიმზ მეტისი "ერთგვარად დემოკრატია" და შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.

CBS News-თან ინტერვიუში ტრამპს მეტისის შესაძლო გადადგომის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:

"არ ვიცი, ჩემთვის ჯერ არ უთქვამს." თქვა მან და აღნიშნა, რომ მეტისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ორი დღის წინ ლანჩი ჰქონდათ ერთად.

"შეიძლება აპირებს [თანამდებობის დატოვებას]. ჩემი აზრით ის რაღაც მხრივ დემოკრატია, სიმართლე თუ გინდათ. მაგრამ გენერალი მეტისი კარგი ადამიანია. ის შესაძლოა წავიდეს, ვგულისხმობ, ოდესმე, ყველა მიდის. ხალხი მიდის. ეს ვაშინგტონია." თქვა ტრამპმა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

გასულ თვეს ჟურნალისტ ბობ ვუდვარდის წიგნში დაიწერა, რომ მეტისი ხშირად არ ასრულებდა ტრამპის ბრძანებებს, მათ შორის მის სურვილს ბაშარ ალ-ასადის მოკვლის თაობაზე, და ტრამპის მიერ კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე პროცესების ცოდნას მეხუთე კლასელისას ადარებდა. მეტისმა მსგავსი კომენტარების გაკეთება უარყო.

კომენტარები