ნიკოლოზ ბასილაშვილი

China Open-ის მოგებით ბასილაშვილი რეიტინგში 34-დან 23-ე ადგილზე დაწინაურდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის მოგების შემდგომ რეიტინგშიც დაწინაურდება და ის 34-დან 23-ე ადგილზე გადაინაცვლებს. 


ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში ჩინეთის პირველობის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მე-4 ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა.

გასულ წელს ამ ტურნირის გამარჯვებული რაფაელ ნადალი გახდა.

ბასილაშვილი 733,320 აშშ დოლარს და 500 ქულას მიიღებს, რითიც მსოფლიო რეიტინგში მისთვის რეკორდულ, 23-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

არგენტინელ ჩოგბურთელამდე ბასილაშვილმა მე-14 ჩოგანი კაილ ედმუნდი, ტუნისელი მალეკ ჯაზირი და ესპანელი ფერნანდო ვერდასკოც დაამარცხა.

მიმდინარე წელს ბასილაშვილმა ჰამურგში გერმანიის ღია პირველობის ტურნირზეც გაიმარჯვა.

მომდევნო შეხვედრა მას შანხაიში, როლექსის მასტერსზე კანადელ დენის შაპოვალოვთან 9 ოქტომბერს ექნება.

კომენტარები