ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შსს: ბოლო პერიოდში ოჯახში ძალადობისთვის 4 ადამიანი დავაკავეთ

www.irishtimes.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში 1954 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს

"გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ს.-მ შვილს - 1974 წელს დაბადებულ მ.ს.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ისინი ბრალდებულები არიან ოჯახში ძალადობისთვის და მათ მიმართ გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით და 11-პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მოძალადეებისგან ძალადობის მსხვერპლთა დაცვა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარები