ინდოეთის ქალაქ კოლკატაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 25 ადამიანი.
ინდური მედიის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით, 16:45 საათზე მოხდა. დღის ამ მონაკვეთში კოლკატაში პიკის საათი იყო, ამიტომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე თითქმის 20 წუთის დაგვიანებით მივიდნენ.
მანამდე კი, სამაშველო ოპერაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაიწყეს. ხიდის ჩანგრევის მიზეზი უცნობია.





